
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს საგამოძიებო უწყება სწავლობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.