კაცს, რომელმაც 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა, 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ 16 წლით პატი, მრობა მიუსაჯა. 
"მოზაიკას" ინფორმაციით საქმე ეხება 2021 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც   სამართალდამცავებმა კაცი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები; სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაბუას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, - ამბობს ზურაბ თოდუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი