უცხო ქვეყნის მოქალაქეების მანქანებიდან პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ - ყაზბეგში 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან წარსულში ნასაპართლევი პირები:1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი