სამართალდამცველებმა დაადგინეს ის პირი, რომელზეც "მთავარი არხი" ამბობდა, რომ ეს არის "კაწრო" - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა, ამ წუთებში, სამართალდამცველებმა დაადგინეს ის პირი, რომელზეც "მთავარი არხი" ამბობდა, რომ ეს არის "კაწრო", - ამის შესახებ შსს-დან გამოსვლის შემდეგ ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა. 

მისი განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალებისა და ხიდზე მომხდარი ინციდენტის დროს, "კაწრო" საკუთარ უბანში იმყოფებოდა და დაპირისპირებული მხარეებიდან არცერთს არ იცნობს. 

ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი, ტელეფონის დეტალური, სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.. ცრუ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაც ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეებია, - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

"კაწროს" გამოკითხვა შსს-ში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი