სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში | რა მოხდა ოზურგეთში და ვინ და რატომ დაჭრა დღეს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა

გამოქვეყნდა:

სავარაუდო სისხლიანი შურისძიება ოზურგეთში - გიორგი როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს. ცივი იარაღით მას ათობით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს თვითდაზიანებაა. დაჭრილის ძმიშვილი, ვაჟა გოგოტიშვილი, ვისაც როყვას მკვლელობაში ადანაშაულებენ, ამ დრომდე მიმალვაშია.

არსებული ინფორმაციით, როყვა და გოგოტიშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანს წარმოადგენდნენ. როყვას მკვლელობის საპასუხოდ კი შური გოგოტიშვილის ბიძაზე იძიეს.

თავად ძებნილი გოგოტიშვილი ხელისუფლებასთანაცაა დაკავშირებული, მისი მეუღლე საკრებულოს დეპუტატია, თავად მან კი ციხე სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დატოვა. სასტიკი ანგარიშსწორების სერიას გურიაში ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს დანაშაულებრივ სიმბიოზს უკავშირებენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი