"დავინახე, რომ შენობიდან შავი ჩანთა გამოჰქონდათ..." | რა ხდება აშშ-ის საელჩოსთან, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ევაკუაცია აშშ-ის საელჩოში - შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, დაახლოებით 1 საათის წინ, საელჩოს შენობიდან გამნაღმველებს შავი ჩანთა გამოჰქონდათ. ბოლო ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ სპეციალურად ეკიპირებული გამნაღმველები და შსს-ს სხვა თანამშრომლები. 

"დახლოებით 1 საათის წინ შევამჩნიე,რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიიდან რაღაც შავი ჩანთა გამოჰქონდათ, რომელიც უშუალოდ განმაღმეველებს გამოჰქონდათ, შემდეგ კი დადეს ეს ჩანთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე და ახორციელებდნენ განაღმვით სამუშაოებს. ასევე მიმდინარეობდა პარალელურად ევაკუაცია ამერიკის საელჩოს თანამშრომლების... [ადგილზე მუშაობდნენ] სპეციალურად ეკიპირებული გამნაღმველები, ბრონჟილეტებში ჩაცმული პირები და ასევე იმყოფებოდნენ შსს-ს სხვა თანამშროლები", - ამბობს ერთ-ერთ თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ  თბილისში, აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია  დანაღმული იყო, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი