სისხლიანი და სასტიკი ბრძოლა ოზურგეთზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. ერთმანეთს ქურდული სამყაროს ორი გავლენიანი ფრთა დაუპირიპირდა. ორდღიანი ინტერვალით მომხდარი თავდასხმების და მკვლელობების კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრში ვაჟა გოგიტიშვილია, რომელიც დღემდე ოზურგეთის ე.წ. მაყურებლად ითვლებოდა.
გოგიტიშვილი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" სამსახურში იყო, კანონიერი ქურდის გიგა ოზურგეცკის მფარველობითა და ხელისუფლების ხელშეუხებლობით აკონტროლებდა ყველაფერს თუმცა, გიორგი კილაძეს, იგივე გიგა ოზურგეცკის დაჭერისა და ე.წ ქურდის სტატუსის შეჩერების შემდეგ გოგიტიძეს კონკურენტები გამოუჩდნენ.
ის ახლა მკვლელობისთვის იძებნება, მსხვერპლი 22 წლის კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც გოგიტიშვილთან დაპირისპირბულ ფრთან წარმოადგენდა და ოზურგეთში ხანგრძლივი მიმალვის შემდეგ ასევე გავლენების მოსაპოვებლად დაბრუნდა.
ავტორები: დეა მამისეიშვილი, ლადო მენაბდე