არის თუ არა ლაშა ლურსმანაშვილი ის, ვინც ვიდეომასალაში ამირხანაშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება პირი, ვისაც "კაწროს" ადვოკატი
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არსებულ "თეთრპერანგიან პირს" უწოდებს
თამარ აბესაძის თქმით, სამართალდამცველებმა მისი ვინაობა ცოტა ხნის წინ დაადგინეს.

გავრცელებული ცნობით, ეს ადამიანი ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილია.

თუმცა, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა არის თუ არა ლურსმანაშვილი ის, ვინც "მთავარი არხის" მოპოვებულ კადრებში ფიგურირებს.

ცნობისთვის, ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ჩერდება მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ე.წ. "თეთრპერანგიანი პირი", რის შემდეგაც გურამ ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. 

"კაწროს" გამოკითხვა კი შსს-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა - ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი სწორედ ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი