
ჭიანურდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა და რა მიზეზით? "presa.ge"-ს ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები უარს ამბობენ დაწერონ ყალბი დასკვნა, რადგან 19 წლის ფეხბურთელის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე ძალიან რეზონანსულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ეშინიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, ვერ თანხმდებიან, რა უნდა ჩაიწეროს დოკუმენტში შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებებისა და სიკვდილის რეალურ მიზეზად. "presa.ge"-ს მტკიცებით, კვალიფიციური ექსპერტების განმარტებით, დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე სჭირდება, თუმცა ექსპერტიზის დაწყებიდან უკვე თითქმის ორი კვირაა გასული.
მოვიპოვეთ ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროსგან, რომ ხდება ზეწოლა ექსპერტებზე. კერძოდ, პროკურატურა-პოლიციის თანამშრომლები ექსპერტებს ეუბნებიან, რომ დასკვნაში არ ჩაწერონ, თუ რა დაზიანებები ჰქონდა მოკლულ შაქარაშვილს სხეულზე. ასევე არ დააფიქსირონ მკვეთრად სიკვდილის და გარდაცვალების მიზეზი, - ამბობს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე.