სამართალდამცველები მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ რეაგირებენ - იურისტები

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე იურისტებს კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ გამოძიება კონკრეტულ მოქმედებას ხშირად მედიაში გაჟღერებული განცხადებების შემდეგ იწყებს.

მათი შეფასებით, გამოძიებისას ისედაც ბევრი შეუსაბამობა გამოიკვეთა. სამართალდამცველები კი ბოლო პერიოდში მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ რეაგირებენ.

ამირხანაშვილი, ვისთან დაკავშირებითაც ჩანს ეს თეთრპერანგიანი, ოთხჯერ დაკითხა გამოძიებამ და და არც ერთხელ არ იცოდა ეს ეპიზოდი გამომძიებელმა... სავარაუდოდ, თუ ეს ჩანაწერი საქმეში დევს, წარმოიდგინეთ როგორი დაუდევრობაა, თუ საქმეში დევს, თან მხარეებს აძლევენ, თან თვითონ არ იციან, რა არის ამ ჩანაწერში, - ამბობს ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი დავით ჯანდიერი კი მიიჩნევს, რომ მედია საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ითავსებს, რაც გამოძიების საქმიანობის საკმაოდ ნეგატიური ინდიკატორია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი