ავტომობილის მართვისას დარღვევებზე ჯარიმები იზრდება | ჩამონათვალი 

გამოქვეყნდა:

სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება - ამის შესახებ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.

ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. კერძოდ:  

  • სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. - *** პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს.
  • მძღოლი დაჯარიმდება, თუ ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
  • სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;
  • მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. იზრდება სანქცია არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი