
მარტვილში ქურდობა მოხდა. სოფელ სერგიეთში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, თანხა ოჯახმა სესხის სახით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა, თუმცა პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.