ხმაური სააპელაციო სასამართლოში | მოსამართლემ ხაბეიშვილი ფოტოს გამო დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ხმაური  სააპელაციო სასამართლოში - დაპირისპიების მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილმა ,,რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლეს მიუტანა.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა მოსამართლე ოთარ სიჭინავას ძველი ამბავი შეახსენა, როცა ავადმყოფობის მიზეზით პროცესზე არ გამოცხადდა. ამის გამო მოსამართლემ ხაბეიშვილი ჯერ 50 ლარით, შემდეგ კი 200 ლარით დააჯარიმა.

ხაბეიშვილის უფლებადამცველმა დააყენა საკითხი, რომ საქმის განხილვა შეწყდეს. 

"ხაბეიშვილი: სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე უნდა განგეხილათ. თქვით, რომ არ შეგეძლოთ ჩასვლა, არადა ძალიან ჯანმრთელად გამოიყურებით, ამასობაში მე მაქვს წარმოდგენა, რომ თქვე არაკეთილსინდისიერი მოსამართლე ხართ. ჩემი წარმოდგენაა ეს. მე მგონია, რომ ხართ სუს-ის მიერ დანიშნული მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს კეთილსინდისიერად ვერ განიხილავს. 

მოსამართლე სიჭინავა: დაგაჯარიმეთ 50 ლარით.

ხაბეიშვილი: ახლავე ხომ არ გადავიხადო? გადახვა აქვე ხდება თუ როგორ? უფრო მეტს გადაგიხდიან ესენი ლილუაშვილი და ა.შ."

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მასზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი