ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები დაუშინეს - გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდი-თბილისის მომართულებით მოძრავ ავტობუსს გზა ნიღბიანმა პირმა სოფელ ცაიშშთან გადაუჭრა. მძღოლმა მოძრაობა შეანელა, რა დროსაც ნიღბიანმა ავტობუსს ქვები დაუშინა, წინა საქარე მინა ჩაუმტვრია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სატრანსპორტო კომპანია "გლობალის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ კონკურენცია გაუწიეს სხვა საქალაქთაშორისო კომპანიებს და ამ ფაქტს შურისძიების მიზნით წინასწარ განზრახული და დაშინებისთვის ჩადენილი ქმედებად აფასებენ. კომპანიის წარმომადგენლები ავტობუსსზე თვდასხმის მიზეზად მათ მიერ გამოცხადებულ შეღავათიან აქციას ასახელებენ. "გლობალის" თანამშრომელთა განმარტებით, მგზავრები, რომლებიც ამ კომპანიის ავტობუსით თბილისში წასასვლელ ბილეთებს შეიძენენ, უფასოდ იმგზავრებენ უკან ზუგდიდამდე.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამე მუშაობდნენ, ამოღებულია ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერები. იკითხებიან კომპანიაში დასაქმებული მძღოლები. საქმეზე გამოძიება 187 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია.