
კორონა ვირუსი დაუდგინდა სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა - ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მამაკაცს კოვიდ 19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტში აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ეპიდემიოლიგები ახლა კონტაქტების დადგენას ცდილობენ. მათი განმარტებით, ეს ფაქტი იმპორტირებულ შემთხვევად განიხილება და წყაროს დადგენა შეუძლებელია.
განცხადებას ერთ საათში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი გააკეთებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.