რატომ მიუტანა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე "კაწრომ" საკუთარი ტელეფონი გამოძიებას - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" შაქარაშვილის საქმესთან კავშირს და მასში მონაწიელობას კატეგორიულად უარყოფს - ბილანიშვილი გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ ტრაგედიის ღამეს სახლში იმყოფებოდა, თუმცა საკუთარი ტელეფონის დეტალური ამონაწერი გამოძიებას მაინც წარუდგინა.

მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბილანიშვილის მიმართ ბრალდებები აბსურდულია, რადგან ვიდეო კადრებში სხვა პიროვნებაა და ბილანიშვილი იმ დროს სახლში იმყოფებოდა. რისი დამტკიცებაც გამოძიებას შეუძლია. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ვის და როდის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

ავთანდილ ბილანიშვილი "მთავართან" ძალიან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ვარაუდი აბსურდულია. თუმცა ისმის კითხვა, რატომ წარუდგინა მან თავისი ტელეფონი გამოძიებას.

მისი ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ბილანიშვილს შეხება არ ჰქონია შაქარაშვილის საქმესთან და მთელი დღე-ღამით თავის სახლში, ნახალოვკაში იმყოფებოდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ ბილანიშვილს ერთი ტელეფონი აქვს და ეს ტელეფონი მთელი დღე იყო აქტიური. აბესაძის განცხადებით, ვიღაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბილანიშვილმა გუშინ გამოკითხვაზე მყოფ ლაშა ლურსმანაშვილს თანხა გადაუხადა, რათა მას ეთქვა, რომ თბილისში ამირხანაშვილს შეხვდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს სიცრუეა. 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს არის ავთანდილ ბილანიშვილის საწინააღმდეგოდ აგორებული კამპანია და პოლიტიკური სპეკულაცია და შანტაჟია. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მოხდეს ბილანიშვილის პროვოცირება მისთვის რაიმე დანაშაულის დაბრალებით პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მიერ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი