პროკურატურამ ადვოკატებს შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი პორნოგრაფიული ხასიათის მასალა გადასცა

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ პროკურატურამ შეცდომით ახალგაზრდების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადასცა. მასალა პორნოგრაფიული ხასიათისაა. ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მოგვიანებით პირობის დადება ითხოვა, რომ მასალა არ გასაჯაროვდებოდა.

გარკვეული ეჭვი შეგვექმნა, რომ რაღაც პირადი ხასიათის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იყო და კომუნიკაცია გქონდა საგამოძიებო ორგანოსთან. მათ დაადასტურეს ის, რომ გარკვეული შეცდომა მოუვიდათ, ეს ინფორმაცია არ უნდა გადმოეცათ, და როდესაც გუშინ 11 საათზე იქ ჩავედით, იქ იყო საუბარი, რომ მათ უნდოდათ ჩვენ გავეფრთხილებინეთ შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, როდესაც მათ გაგვიცვალეს ეს, თვითონვე ჩაწერეს ჩვენ მიერ მიტანილ კომპიუტერში, რომ გაგვაფრთხილეს შენახვისთვის, გავრცელებისთვის და ასე შემდეგ, - ამბობს ვასილ მამულაშვილი. 

ადვოკატის თქმით, მათ უარი განაცხადეს და წერილობით მოითხოვეს ამ კადრების დაუყოვნებლივ განადგურება, თუმცა ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი