შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ განადგურებული ფარული მიყურადების ვიდეომტკიცებულება და "ქართული ოცნების" ხელისუფლება დღეს, რომლიც სწორედ ტოტალური თავლთვალით ინარჩუნებს ძალაუფლებას.
მოსახლეობას კოლოსალური თანხა უჯდება სუს-ის სპეციალური დეპარტამენტის შენახვა, რომელიც მუდმივ რეჟიმში უთვალთვალებს, უსმენს და აგროვებს ინფორმაციას ყველაზე, ვინც ბიძინა ივანიშვილისა და "ქართილი ოცნების" ინტერესის სფეროში შედის.
მხოლოდ გასულ წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ე.წ ოტოს 400-მდე თანამშრომლის ანაზღაურებაზე. 85 მილიონი სუსის იმ თანამშრომლების შემოსავალია, ვინც გარე გადაღებებს აწარმოებს, მათი გადამზადება კი დამატებით მილიონამდე ლარი უჯდება სახელმწიფოს.