საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით, - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის "ბასკონიადან" ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას "ბასკონიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა, "მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს".