როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა, შენობაში 10-მდე ადამიანია - ქუთაისში, ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში "საქართველოს ბანკში" თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი, სოფო ნუცუბიძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ შენობაში 10-მდე ადამიანია, მათ შორის თანამშრომლები და მომხმარებლები. 

მისი თქმით, სავარაუდო თავდამსხმელს ჯინსის ქურთუკი ეცვა და ნიღაბი ეკეთა, ბანკში შესვლიდან მალევე გაისმა გასროლის ხმა. 

საგამოძიებო უწყებებს ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"საქართველოს ბანკში მივდიოდი თანხის ჩასარიცხად, ჩექინი მქონდა გასაკეთებელი ბილეთზე და გვერდით "ავიაბილეთებში" შევედი უცებ, ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, არაფერი განსაკუთრებული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. [...] გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესულია და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. [...] რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე, თქვეს, რომ თანხის გამოსატანად არიან შესულებიო, მე ეს არ დამინახავს", - თქვა თვითმხილველმა.

თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს, უცნობია რა თანხას ითხოვს მძარცველი. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი