გვითხრეს, მძევლები ჰყავს აყვანილი, 2 მილიონს ითხოვსო - თვითმხილველი ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ პირს, რომელიც სავარაუდოდ ბანკში შეიჭრა, მძევლები ჰყავს აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონს ითხოვს.

ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. სამართალდამცველებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ

"ასე გვითხრეს, მძარცველი 2 მილიონს ითხოვსო. მძევლები ჰყავს აყვანილიო", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქუთაისში ერთ-ერთ ბანკში, ერთი პირი შეიჭრა, ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი