
საქართველოს ბანკიდან, სადაც ამ დროისათვის შეიარაღებული პირია შეჭრილი, "მთავარ არხს" ვიდეოს უგზავნიან, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს. ვიდეოში ისმის ხმა, რომ ის 3 საათში 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
ვიდეოში ისმის, რომ ბანკში არის ბომბებიც.
სავარაუდო თავდამსხმელი სამხედრო ფორმაშია, ნიღბითაა და სავარაუდოდ მიმაგრებული აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობებიც.