შაქარაშვილის საქმე - შსს-მ გურამ ამირხანაშვილი გამოკითხა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა ნარეკვავზე მომხდარი ტრაგედიის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი. გამოძიებას საქმეში დაზარალებულად ცნობილ ამირხანაშვილთან, სავარაუდოდ, კითხვები ე.წ. დიდუბის ეპიზოდთან და მის მიერ, რამდენჯერმე შეცვლილ ჩვენებებთან ჰქონდა. 

ფეხბურთელის საქმის ოქროს მოწმემ გომელაურის უწყება ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. "მთავარ არხთან" საუბარი არც მისმა მამამ ისურვა. უწყებაში ამირხანაშვილის ახლობლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორია ასევე კომენტარის გარეშე დატოვეს. 

დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატიც, რომელმაც მრავალტომიანი საქმის ახალი მასალები მოითხოვა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს კრიმინალური პოლიცია იძიებს და არ არის გამორიცხული, საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კიდევ სხვა მოწმეებიც დაკითხონ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი