დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება რ2-ის მხრიდან, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა წინაშეც ბოროტად გამოვიყენე თანამდებობა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისთვის დღემდე უცნობია, ვინ ედავება "რუსთავი 2-ის" საქმეზე, ვინ არის მატარებელი საჯარო ინტერესის, ვისი უფლებებიც, ერთი შეხედვით დაირღვა. ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში ისაუბრა.

მისი თქმით, რ2 ადამიანების თავშეყრა არაა და ის დამფუძნებლებისგან დამოუკიდებლად არ არსბობს.

მისივე განცხადბით, თუ ქონების გადამალვა იწყება, ამას არა კომპანიის დირექტორი, არმედ მისი მესაკუთრეები ახორციელებენ, დირექტორი კი მხოლოდ "შემსრულებელი" შეიძლება იყოს, რაზეც დღეს დავის მხარე არ საუბრობს.

"მე ვერ ვიგებ ვინ მედავება, მედავება სახელმწიფო, რომელმაც ჩაანაცვლა იურიდიული პირი სამართალსუბიექტურობის განსაზღვრისას ის ხალხი, ერთადერთი წრე პირთა, ვის წინაშეც მე პასუხისმგებელი ვიყავი. მეტსაც გეტყვით, მინორიტარ აქციონერს რომ შეაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე განცხადება, ის უნდა ედავებოდეს ასევე მაჟორტიარ პარტნიორებს საწარმოსთვის შეგნებულად ზიანის მიყენებისთვის. მინორტიარ აქციონერთანაც არ ვარ პასუხისმგებელი სისხლის სამართლებრივად, თუ ის არ დავობს ზოგადად, საწარმოსთვის ზიანის მიყენებაზე, რასაც დირექტორი ვერ აკეთებს. [...] 

ამას გარდა გახსენებთ ასევე, რომ სამოქალაქო სარჩელი ჩემ წინააღმდეგ, და სამოქალაქო სარჩელია სწორედ განმსაზღვრელი სწორედ აქ და არა პროკურატურაში შეტანილი რაღაც განცხადება, საერთოდ არ ვიცი ეს რა ფორმაა, როდესაც გვერდის ავლით სამეთვალყურეო საბჭოსი, ვიღაცა პაატა სალია იღებს გადაწყვეტილებას დირექტორად ახალი დანიშნული, რომ თუ შეიძლება შეისწავლეთ გვარამიას საქმე. რა არის ეს, კონტროლის პალატა გამოიძახა თუ რას გვასწავლის, არც აუდიტი ჩაუტარებია, არც სამეთვალყურეო საბჭოსთან ულაპარაკია. [....] დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება რ2-ის მხრიდან, "რუსთავი 2" ვინ არის საერთოდ, რომ მედავებოდეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც მე პასუხისმგებლობა დავარღვიე და ბოროტად გამოვიყენე ჩემი თანამდებობა", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

მისი განცხადებით, ფუნდამენტი მისი სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირები, ვინც იყვნენ მისი დირექტორობის დროს დამფუძნებელი, რაც არ არსებობს.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქმის პოლიტიკურ ნაწილზე მიზანმიმართულად არ ილაპარაკებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი