ბანკში, ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, საქართველოს ბანკში ვითარება დაძაბულია. ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივიდან ირკვევა, რომ ბანკში მყოფი ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და წამალი დასჭირდა, რომელიც გარეთ მყოფებმა ფანჯრიდან გადააწოდეს. ამის შემდეგ, თავდამსხმელმა ფანჯრის დაკეტვა მოითხოვა. გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი კაცი შებოჭილი ჰყავს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. 

მძევლები თავდამსხმელის მოთხოვნით, გარე პერიმეტრზე მობილიზებულ პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.

თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. კადრებში ისმის, როგორ ითხოვენ მძევლები ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თავად თავდამსხმელი კი პოლიციელებს "კურდღლებს" უწოდებს და იმუქრება - "გადით აქედან თორემ ვისვრი" - ისმის მისი ხმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი