
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ბოლო მოწმეები გამოიკითხნენ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა ერთ-ერთმა მოწმემ საექსპერტო კვლევის პროცესში სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მოწმის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი რურუასგან აღებული ნიმუში შემდეგ იარაღზე დაეტანათ. სასამართლომ ასევე გამოკითხა ბათუ ქუთელია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ დაწყებული აქციების დროს გიორგი რურუასთან ერთად ხშირად იმყოფებოდა.
ქუთელია ამბობს, რომ რურუასთან კომუნიკაციის დროს არ შეუმჩნევია, რომ მას თან იარაღი ჰქონდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც გიორგი რურუა დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.