"მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა, დაიტოვებს 2 გოგოს და დანარჩენს გამოუშვებს" | მძევლების ახალი ვიდეო

გამოქვეყნდა:

"უნდა ფული, დაიტოვებს ორ გოგოს და დანარჩენს გამოუშვებს. არ გაუკეთებია "კალიცო"... მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა, დავიტოვებ ორ გოგოს და დანარჩენს გავუშვებო" - ამის შესახებ "საქართველოს ბანკში" მყოფი ერთ-ერთი მძევალი საუბრობს. 

ქ​უთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა დღეს დილით მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში 12 მძევალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი