შსს ოფიციალურად ადასტურებს თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას

გამოქვეყნდა:

შსს ოფიციალურად ადასტურებს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას. "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განცხადება შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი კოვზიაშვილმა გააკეთა -  "დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი" ამბობს კოვზიაშვილი.

სად იმყოფებიან მძევლები და როგორია მათი მდგომარეობა, კოვზიაშვილი არ აკონკრეტებს. ის ასევე არ საუბრობს, ვისი მხრიდან იტყო გასროლა ცოტა ხნის წინ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკში, იქ სადაც 9 საათის განმავლობაში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი, მხოლოდ ერთი - სამთავრობო მედია შეუშვეს. 

შსს-ს წარმომადგენელს, ქეთი კოვზიაშვილს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის არ აქვს პასუხი კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა მხოლოდ სამთავრობო არხის წარმომადგენელი ბანკის ტერიტორიაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი