თავდამსხმელი და მძევლები იმერეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს | ვინ არის ნიღბიანი პირი, რომელიც დღეს ბანკში შეიჭრა

გამოქვეყნდა:

სად არის ახლა გადაყვანილი შეიარაღებული თავდამსხმელი და როგორია მისი მდგომარეობა? საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი იყო ახალგაზრდა მამაკაცი ნიღბით, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და იმუქრებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებით.

ჩვენი ინფორმაციით ეს გრიგოლ ნარსია იყო, თუმცა დაუდგენელია არის თუ არა ის სამხედრო პირი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე რამდენიმე წლით პოლონეთში იყო წასული სადაც აზარტული თამაშების შედეგად დიდი ვალი დაუგროვდა. 

ამ წუთებში იმერეთის სამხარეო პოლიციაში მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. იქ იმყოფება თავდამსხმელიც. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი