კრიმინალური დრამა დღეს ქუთისის ცენტრში დილის თერთმეტი საათიდან დაიწყო. ყაჩაღური თავდასხმა და მძევლების აყვანა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველებმა ბანკის ფილიალის სრულ ალყაში მოქცევას თითქმის ერთი საათი მოანდომეს.
მას შემდეგ დაძაბული მოლაპარაკებები, პირველ რიგში მძევლების გადასარჩენად მიმდინარეობდა. თავდამსხმელის პირველ მოთხოვნები სოციალურ ქსელში გახმაურდა, მას შემდეგ ის რამდენჯერმე ესაუბრა პოლიციას, თუმცა არც მოთხოვნები და არც ვითარება სხვა მხრივ არ შეცვლილა.
საბოლოოდ 9-საათიანი დაძაბული დრამა სპეცოპერაციით და დამნაშავის დაკავებით დასრულდა.