37 წლის გრიგოლ ნარსია | "მთავარმა" ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა გაარკვია

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში 9 საათის განმავლობაში მძევლებთან ერთად დანაღმულ შენობაში იყო გამაგრებული, დაკავებულია. იგი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა

მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ნარსია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს. 

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო სამუშოები თავდამსხმელის სახლში, თუმცა უცნობია, იმყოფებიან თუ არა მის სახლში ოჯახის წევრები. 

მისი მეზობლები კი ამბობენ, რომ ბოლოს ნარსია 4 დღის წინ ნახეს, ზოგადად კი, მათი თქმით, ის სახლში პერიოდულად მიდიოდა ხოლმე. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა და 2 მლნ აშშ დოლარი მოითხოვა. ულტიმატუმის ამოწურვის ვადად კი 3 საათი დაასახელა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი