
ქუთაისელი ადვოკატები ნომერ მეორე პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით გამკაცრებულ ზომებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ სტუმრების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.
უფლებადამცველების თქმით, იმისათვის, რომ ადვოკატი ციხეში კლიენტს შეხვდეს, მან ფეხზე უნდა გაიხადოს, ან ე.წ. რენგგენის აპარატით შემოწმდეს.
ეს არის ადვოკატების პროფესიული შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა. მანამდე ხდებოდა ჩვენი შემოწმევა დეტექტორის აპარატით. ახლა კი ან ფეხზე გაძრობას გვთხოვენ, ან კიდევ დამასხივებელი რენდგენით შემოწმებას, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, - ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.
ქუთაისის ციხესთან შეკრებილი ადვოკატების თქმითვე, თუ ახალი რეგულაციები არ შეიცვლება, ისინი აქციებს სისტემატიურ ხასიათს მისცემენ.