ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" ფილიალში, სადაც გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა ამ დროისთვის დახურული.
შენობის უკანა მხარეს, შუშას ტყვიის კვალი ამ დრომდე ემჩნევა. უცნობია განაახლებს თუ არა ბანკის აღნიშნული ფილიალი დღეს მუშაობას.
მძევლები სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს კითხვებს პასუხობდნენ. მათ მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუობს მუნიციპალიტეტიდანაა ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა.