ჰაერში გაისროლა, დაკეტა კარები, მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა ბოლოს ლაპარაკი - რას ყვება ერთ-ერთი მძევალი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გუშინ ბანკში თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი. ახალგაზრდა კაცი ყვება, რომ "საქართველოს ბანკში" მეგობართან ერთად იყო მისული, რა დროსაც შეარაღებულმა პირმა გაისროლა და ისინი მძევლად აიყვანა.

მისი თქმით, თავდამსხმელი საკომუნიკაციოდ მას იყენებდა.

"ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და ვსო, მერე დაიწყო თქვენც უყურებდით ლაივში რაც ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი არ ვიცი, პოლიციელი იყო.. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა უკვე ლაპარაკი ბოლოში, დათანხმდა მაგრამ თანხა თუ მისცეს და რამდენი მისცეს არ ვიცი. გამოვედი უკანა კარებიდან, რომელი კარის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი, პოლიციამ გამომიყვანა, გააღო კარები, გახსნა ტერიტორია, მითხრეს გამოდიო და გამოვედი. წინააღმდეგობა გაუწია", - ამბობს ერთ-ერთი მძევალი. 

ქუთაისში გუშინ სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი