საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე ასაკის კაცი ჩაცხრილეს. მოკლული ადგილობრივი ბიზნესმენი აიდინ გამზაევია.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.
აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა მართვის მოწმობის მისაღებად თეორიულ საკითხებშიც.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
შსს- ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.
ავტორი: ია გულიაშვილი.