"ვაპირებ მტკიცებულებებით პროკურატურაში მივიდე" - მურუსიძეს გოგაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წერილი აქვს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მოიზარება სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ის აპირებს პროკურატურას მიმართოს. 

მურუსიძეს გოგაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წერილი აქვს.

"მუქარების შედეგად, რომელიც იქნა ჩემ მიმართ წამოსული, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ველოდები, რომ სასამართლოს მიმართ გაგრძელდება გარკვეული რაღაც, ვითომ კომპრომატები, ცილისწამებულური რაღაცეები. მე სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში მართლა ვაპირებ და მინდა რომ ჩემი მტკიცებულებებით ამასთან დაკავშირებით მივიდე. ძალიან გთხოვთ, რომ ყველანი ვიყოთ ფხიზლად, მტკიცედ, იმიტომ, რომ სასამართლოს სტაბილურობას... ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე იძახის, რომ ეს კლანი კი არა ეს არის ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფიო. ამიტომ მე მივდივარ პროკურატურაში, მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს თუ რაღაც გამოვლინდება, რეალურად რომ არ არის ფაქტი, და ეს არის ცილისწამება, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ან მორალურად, ან თუ არის დანაშაულის ნიშნები, დანაშაულის ნიშნებზე წავიდეს გამოძიება, ასე არ შეიძლება, რომ გამოდიან და ჩირქს სცხებენ სასამართლოს", - თქვა მურუსიძემ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთი განხილვის თემა "რუსთავის 2"-ის საქმის მოსამართლის ინტერვიუ იყო. საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ დღეს თქვა, რომ მას ღირსება, ვაჟკაცობა და მედეგობა უნდა ჰქონოდა, რომ შესაბამის განცხადება თავის დროზე გაეკეთებინა და არა წლების შემდეგ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი