პირადი ცხოვრების კადრები და შაქარაშვილის საქმე - პროკურატურამ ადვოკატები გამოკითხა

გამოქვეყნდა:

შეცდომა, ყურადღების გადატანის მცდელობა თუ შესაძლო შანტაჟი - შინაგან საქმეთა სამინისტროდან გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის პირადი ცხოვრების კადრებმა გაჟონა.

ვიდეომასალა, რომელიც მობილურ ტელეფონში ინახებოდა, გამოძიებამ მტკიცებულების სახით ამოიღო და ადვოკატს გადასცა. რა მოტივი ჰქონდათ გამომძიებლებს და რა ვერსიებზე მუშაობს გენერალური ინსპექცია, რომელმაც პირადი კადრების გასაჯაროვების ფაქტი უნდა გამოიძიოს - მორაგბეების ადვოკატებმა თბილისის პროკურატურა ამ წუთებში დატოვეს და როგორც ვასილ მამულაშვილი, ბექა ნემსიწვერიძე და ლექსო კობაიძე "მთავართან" საუბრისას ამბობენ, მათ უწყებაში საადვოკატო ბიუროს კუთვნილი კომპიუტერი წარადგინეს, რაშიც აღმოჩნდა მათთვის გაუგებარი, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. 

მათ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმის მასალები თავად სასამართლოს წარმომადგენლებმა ჩაუწერეს, რის შემდეგაც, ადვოკატებმა კომპიუტერი საადვოკატო ბიუროში წამოიღეს და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სწორედ საქმის მასალების გაცნობისას აღმოაჩინეს. 

ახლა უკვე პროკურატურა იწყებს ახალ გამოძიებას, რაც პირადი ცხოვრების კადრების მოპოვება-შენახვა-გავრცელებას გულისხმობს. 

მასალები, რომელიც არის რელევანტური საქმესთან და მასალები, რომელიც არის პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უნდა ყოფილიყო ცალკე. შეიძლება ითქვას, რომ ეს მასალები არ იყო მტკიცებულებითი ფასეულობა რელევანტური მინიმუმ და ჩვენთვის არ უნდა გადმოეცა ეს მასალები. დასადგენია, გადაეცა თუ არა ის სხვა ადვოკატებს, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამის პასუხებს გასცემს. ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებაც და მორალური ვალდებულებაც შევასრულეთ. დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვითხოვეთ ამ მასალების განადგურება, თუმცა ცოტა დროში გაიწელა, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. 

"მთავარმა არხმა" ადვოკატებს ჰკითხა, აქვთ თუ არა ინფორმაცია სხვა, დანარჩენ უფლებადამცველებსაც ამ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით და გადაეცათ თუ არა მათაც საქმის მასალებთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, თუმცა ამ კონკრეტულ ადვოკატებს ეს ინფორმაცია არ აქვთ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი