პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც საკუთარ მაღაზიაში აიდინ ჰამზაევი ჩაცხრილა. სოფელ ქეშალოს მოსახლეობამ ავტომატის ჯერის ხმა გვიან ღამით გაიგო, შემთხევის ადგილას
მისულებს კი 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
დასახლებაში მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. წარსულში მომხდარი დაპირიპირების გარდა ქეშალოში არ გამორიცხავენ, რომ ჰამზაევი რეკეტის მსხვერპლი იყო და უცნობი პირები მას ფულს სძალავდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, მასთან ერთად იძებნება მოპარული ავტომობილი, რომლითაც ის მკვლელობის ადგილიდან მიიმალა