მითხრა, რომ ასაფეთქებელი იყო თვითნაკეთი, საპნის ხსნარი - ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ გრიგოლ  ნარსიას  ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

დაკავებული უფლებადამცველებმა მოინახულეს და აცხადებენ, რომ მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. ის ამტკიცებს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

თავდამსხმელი, ასევე, ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო.

"აქვს ძალიან ბევრი დაზიანებები, რისგან არის, რატომ არის დაზიანებები სახის არეზე და ფიზიკურად ეს დაზიანებები, ამ ეტაპზე დაკავებული არ საუბრობს. თვითო მითხრა, რომ ეს იყო აბსოლუტურად თვითნაკეთი, საპნის ხსნარი. ვინმეს საფრთხე ემუქრებოდა, აქედან გამომდინარე, ეს შეუძლებელი იყო", - თქვა ადვოკატმა.

ქუთაისში 20 სექტემებრს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი