თბილისში კაცი ყალბ 100 ლარიანებს ამზადებდა - საგამოძიებო

გამოქვეყნდა:

თბილისში, კაცი საცხოვრებელ სახლში  ყალბ 100 ლარიან კუპიურებს ამზადებდა და შემდეგ  სავაჭრო ქსელში ასაღებდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი