"ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება თუ არ არის ახლობელი" - მოსამართლეები ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაზე

გამოქვეყნდა:

ნეპოტიზმი და კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში - მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები სისტემურ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. "სასამართლო გუშაგთან" ინტერვიუს დროს სისტემის თანამშრომლები პირდაპირ ამბობენ რომ სასამართლო ჩაკეტილია და მოსამართლედ დანიშვნა მხოლოდ ახლობლობით და ნათესაობით ხდება. მოსამართლეები პრობლემას აწყდებიან დაწინაურების დროსაც, კარიერული წინსვლის მთავარი წინაპირობა გავლენიანი მფარველები და კლანის ერთგულებაა. 

"ჩემს სასამართლოში, ვიტყოდი, ესეთ შედარებას მოვიყვანდი, რომ აი, ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, ტუ არ არის ნათესავი, ახლობელი, მეგობრის შვილი, ნათელ-მირონი... ჩემს სასამართლოში რაც ხდება, ზუსტად ვიცი, თუმცაღა არ არის ეს მარტო ჩემს სასამართლოში, ეს არის მასშტაბური" - ამბობს სასამართლოს თანამშრომელი #2

"უარესობისკენ წავიდა ნამდვილად საქმე, უფრო და უფრო უკვე რთული გახდა და ახლა საერთოდ შეუძლებელი მგონია - მითუმეტეს, მოსამართლის პოზიციაზე ვიღაცის დახმარების გარეშე, საერთოდ შეუძლებელი მგონია, რომ ვინმე შეიძლება მოხვდეს ამ პოზიციაზე ან იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიც კი ჩააბაროს"  - ამბობს მოსამართლე #5

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი