"ბორინკა დარაგოი, შენი და შენი პატრონის დედის$$$ა გარდაუვალია, შენი მონების სიხარული კი - წამიერი" - ზუკა ბერძენიშვილი

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართებაში არ ყოფილა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის დარღვევა, ზუკა ბერძენიშვილი ეხმაურება და წერს:

"ათასიდან ერთ-ერთ დაკავებაზე, ათასიდან ერთ-ერთ სარჩელზე, სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს და შეკრება/მანიფესტაციის უფლების სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის პრეტენზიები სამიდან ორი მოსარჩელის (ჩემი და გიგას) შემთხვევაში არ გაიზიარა და მესამის, ირაკლი კაჭარავას შემთხვევაში - დაგვიდასტურა. 
დილიდან ოცდაჩვიდმეტი გამოტოვებული
ზარი რომ დამხვდა ვიფიქრე რა ხდება, დავეჭვდი, ნამდვილად სოფელში მძინავს თუ სადმე პიკეტზე მეთქი. თურმე რუსთავი2, პოსტივი, იმედი ჭკუაზე არ არიან, რაც მთავარია, შენ ხომ არ დაგიკმაყოფილესო. 
ტროლებსაც მიეცათ ორი კაპიკის გაკეთების საშუალება, ზოგი პოსტში მთაგავს რაღა გეშველებაო, ზოგი სულ სხვა თემების კომენტარებში შემოყარეს, შენ ის არა ხარო? 
მწერენ, ალბათ როგორ გრცხვენია ეხლა, რომ პროპორციულ არჩევნებზე ქვეყნის გადაგდება არ გაუტარე ბიძინას, გააპროტესტე და ციხეშიც კი ჩაჯექიო. აბა აბაა, ვიწვი სირცხვილით )))
მინდა მოგახსენოთ, მეგობრებო, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს: ჯერ სად ხარ ბორინკა დარაგოი, შენი და შენი პატრონის დედის$$$ა გარდაუვალია, შენი მონების სიხარული კი - წამიერი.
ყველაფერი წინ არის:
პროპორციული არჩევნებიც
დეოლიგარქიზებული საქართველოც
კოალიციური მმართველობაც
უკრაინის გამარჯვებაც
რუსეთის და რუსეთუმეების დამარცხებაც
და ნაომარი აქტივისტების სრულმასშტაბიანი ზარ-ზეიმიც
✊?
პ.ს. მიხარია რომ სტრასბურგის პასუხებზე ასეთი ინტერესია, კიდევ ბევრი იქნება" წერს სამოქალაქო აქტივისტი.

გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეიტანეს და სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

საუბარია 2019 წლის ნოემბრის დემონსტრაციაზე, რომელიც "ოცნების" მხრიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.  ის ასევე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემდგომ სასამართლო განხილვას, რა დროსაც მოსარჩელეები დამნაშავედ ცნეს და ოთხიდან 12 დღემდე თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯეს.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართებაში არ ყოფილა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის დარღვევა. ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას მოსარჩელე კაჭარავას შემთხვევაში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სამი თვის ვადაში კაჭარავას უნდა გადაუხადოს 1 600 ევრო.

[ფოტო: "ნეტგაზეთი"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი