რატომ ითხოვდა რუსეთის დროშასა და ანკესს - ბანკზე თავდამსხმელის ჩვენება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში წერს, რომ ანკესის ჯოხს ნამდვილად ითხოვდა. ის ამბობს, რომ საქართველო აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით სურდა დაეტოვებინა და რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა. 

გრიგოლ ნარსია ბრალს აღიარებს. 

"იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა", - ნათქვამია ჩვენებაში. 

ქუთაისში 20 სექტემებრს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი