"თხოვენ კარის გაღებას" - ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ მათ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი ამბობს, რომ დღეს დილით მათ საცხოვრებელ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ. ისინი კარის გაღებას და სახლში შესვლას ითხოვენ.

თავდაპირველად ნინი გოგაშვილის აღნიშნული პირები არ ეუბნებოდნენ, თუ ვინ იყვნენ, მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ქონების ამოღება უნდა განხორციელდეს, მათ შორის ავტომანქანების, რომლებიც დაყადაღებულია.

"არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. 

ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს ვეკითხები, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, ითხოვენ კარის გაღებას", - ამბობს ნინი გოგაშვილი. 

მისი თქმით, მომხდარის გამო სოსო გოგოაშვილის ცოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს. ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ საქმის კურსში ჩააყენეს ოჯახის ადვოკატებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი