ქუთაისში მარიუპოლიდან დევნილი უკრაინელები გაქურდეს - წაღებულია თანხა და ოქროულობა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში უკრაინის მოქალაქეები გაქურდეს, დაზარალებულები რუსების მიერ განადგურებული მარიუპოლიდან არიან. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სახლიდან წაღებულია თანხა და სამკაულები. 

"მარიუპოლიდან ჩამოვედით, მას შემდეგ რაც ომი დაიყო, ნამდვილად არ ველოდით, რომ აქ ასეთი რამ შეგვემთხვეოდა. გუშინ ბავშვები სკოლიდან რომ მოვიყვანეთ სახლი არეული დაგვხვდა. მოგვპარეს ფული, 4 500 დოლარი და ოქროულობა, პოლიცია გამოვიძახეთ. 3 ბავშვი გვყავს, არ ვიცი ამის შემდეგ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარაფერი დაგვრჩა", - ამბობს დაზარალებული

კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ ქურდება ყველაფერი წაიღეს, რაც გააჩნდათ და ახლა ცხოვრება ძალიან გაუჭირდებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი