კიდევ კარგი კანონი არ ითვალისწინებს ჰაერისა და წყლის დაყადაღებას - გოგაშვილების სახლიდან გამოძიებას მანქანები მიჰყავს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ადგილზე დილით მივიდნენ სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც უძრავი ქონების, 3 ავტომობილის ამოღების პროცესში იღებენ მონაწილეობას. 

ადგილზე მივიდა ოჯახის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება კანონს არღვევს. 

"11 სექტემბერს განჩინების საფუძველზე იოსებ გოგაშვილის დაუყადაღეს უძრავი ქონება და ავტომანქანები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, სავარაუდოდ, იოსებ გოგაშვილის დაყადაღება და 20 სექტემბერს მეორე განჩინებაა გამოტანილი, რომლის საფუძველზეც კვლავ მოხდა ავტომობილებისა სახლების დაყადაღება, და სხვა უძრავი ქონებების. 

11 სექტემბრის განჩინებაშიც და 20 სექტემბრის განჩინებაშიც მითითებულია ავტომობილები, თუ 11 სექტემბრის განჩინების საფუძველზე აუცილებელი არ იყო დღეს რატომ გახდა საჭირო ამოღება და წაყვანა. გარდა ამისა განჩინებაში მითითებული არ არის, რომ მესაკუთრეს ეზღუდება დაყადაღებული ქონებით სარგებლობის უფლება. [...] კიდევ კარგი, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჰაერისა და წყლის დაყადაღებას, ამასაც ვიხილავდით განჩინებაში ეს რომ ასე იყოს", - ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. 

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს სახლში სუს-ის წარმომადგენლები მივიდოდნენ. მისი თქმით, აღნიშნულს გაასაჩივრებენ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი