ბათუმის ბულვარში არასრულწლოვანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

17 წლის დაჭრილი ბიჭი კლინიკა "მედცენტრშია" გადაყვანილი.

21 საათსა და  55  წუთზე 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით შემოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ოპერაცია, - ამბობენ კლინიკაში "მთავართან" საუბრისას.

ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ერთ-ერთი კაფის თანამშრომლებმა გამოიძახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბიჭი დახმარებას ითხოვდა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი