მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღეს ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

ინწკირველი დაიბადა 1936 წლის 7 დეკემბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე 1963 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია.

ბერდია ინწკირველი გადაღებულია არაერთ მხატვრულ ფილმში.

მნიშვნელოვანი როლები:

პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), ბასკან უჩარდ (ძახილი), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ჟანა დ'არკი), დაზმირი (საღამოსბაღში, როგორცფერადსიზმარში) დასხვა.

გადაღებულია ფილმებში და სერიალებში: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები ბეღურები“; „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“; „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“; „ბათა ქექია“; „ებრაკალაბრა“; „წინამორბედი“; „მაისის თოვლი“; „იქ-ჩემთან“; „ღმის ცეკვა“; „ოქროს ობობა“; „ციხე-სიმაგრე“; „ოჩაბანვა“; „ბოთე“; „მარტოობის ორდენის კავალერი“;სათნოებათაკიბე“; „კიდევერთიქართულიისტორია“, „ძახილი“; „მოცურავე“; „ყველა კომეტა როდი ქრება“; „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“; „გაღმა ნაპირი“და სხვა.

მინიჭებული აქვს აჭარის სახალხო არტისტის წოდება.

გაათენე საქართველოსთვის | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი