ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სულ 28 სამხედრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

ინფიცირების წყარო, ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, როგორც თავდაცვის უწყებაში ამბობენ, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედროები სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში იყვნენ მოთავსებული, შესაბამისად მისიაში მყოფ სხვა ქართველი ჯარისკაცების ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი