გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი

გამოქვეყნდა:

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - ფეხბურთელს დაზიანებები როდის აქვს მიყენებული - სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ; როგორ მოხვდა ის მდინარე არაგვში - გარდაცვალებამდე თუ  გარდაცვალების შემდეგ.

ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს, რაზეც 17 პირია დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი